"მაესტროში" დაცვა გააძლიერეს - შენობაში დღეიდან მხოლოდ ის პირები შევლენ, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს

"მაესტროში" დაცვა გააძლიერეს - შენობაში დღეიდან მხოლოდ ის პირები შევლენ, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს

ტელეკომპანია "მაესტროს" შენობას დღეიდან კომპანია "მაგისტრის" დაცვის სამსახური იცავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაცვის ახალი თანამშრომლები შენობაში დღეს დილიდან გამოჩნდნენ. ისინი შენობის დაცვას ახორციელებენ, შესაბამისად, შენობაში შემოსვლის უფლება ექნებათ იმ პირებს, ვისზეც საშვს რეესტრში ამჟამად დირექტორად რეგისტრირებული ბაია გადაბაძე დაუშვებს.

იხილეთ კადრები: რა ხდება ახლა ტელევიზიის ეზოში

"ახალი დაცვის სამსახური, ალბათ, ქალბატონმა ბაია გადაბაძემ დაიქირავა. შენობის განმკარგავი დღეს ის არის. რამდენადაც მე ვიცი, ეს შენობის დაცვას ემსახურება და არა შპს "სტუდია მაესტროს", - განაცხადა "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია (ბაჩო) კიკაბიძემ.

"მაესტრო" ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას. ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე დღეს, 14:00 საათზე ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდებიან და ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები