"მაესტროს" დამფუძნებლებმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის - "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობა დაიწყეს

"მაესტროს" დამფუძნებლებმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის - "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობა დაიწყეს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა "მაესტრო 24"-მა ფუნქციონირება "TV 11"-ის სიხშირეზე დაიწყო.

როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ წუთებში ამ არხზე რადიოა გაშვებული.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, მოხდება თუ არა "მაესტრო 24"-ში ტელეკომპანია "მაესტროს" კადრების გადაყვანა, კიკაბიძის თქმით, გადასვლას შესთავაზებს ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩათვლის საჭიროდ.

"მე ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ამ წუთებში ოდნავ შეზღუდულია მაუწყებლობა დაფარვის კუთხით, "მაესტრო 24" არის აბსოლუტურად სხვა არხი და მასში მუშაობას შევთავაზებ ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩავთვლი საჭიროდ. მაუწყებლობა დავიწყე დღეიდან. ქალბატონ ბაია გადაბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება აქვე ვიქირავო კუთხე ან სხვა შენობაში", - განაცხადა კიკაბიძემ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები