მაკა ასათიანი - ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან

მაკა ასათიანი - ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელმა მაკა ასათიანმა ჟურნალისტებს ტელეკომპანიაში მისვლისას განუცხადა, სადაც ის "მაესტროს" თანამშრომლებს უნდა შეხვდეს.

"ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა", - განაცხადა მაკა ასათიანმა.

მისი თქმით, იგი შეხვდება ტელეკომპანიის თანამშრომლებს და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას გააცნობს, მანამდე კი მათ მოსაზრებებს მოისმენს. გეგმის გასაჯაროებას კი მას შემდეგ მოახდენს, რაც თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს. ამასთან, მაკა ასათიანმა დაადასტურა, რომ "მაესტროს" დათმობის მიზნით შეთავაზებები არსებობდა.

"რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში, ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან "მაესტრო" თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია", - განაცხადა მაკა ასათიანმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები