გია გაჩეჩილაძე - ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი

გია გაჩეჩილაძე - ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი

"ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა", _ ამის შესახებ ნათქვამია "მაესტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელის გია გაჩეჩილაძის განცხადებაში, რომლის ტექსტს ადვოკატი ირაკლი კორძახია ავრცელებს.

აღნიშნული განცხადებით გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კერძოდ, ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

განცხადების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ნუ ვიკამათებთ ვისი ბრალია, მაგრამ ტელეკომპანია "მაესტრო" გაკოტრებამდე რომ მივიდა, ეს ფაქტია. ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა, რომელიც მისცემს "მაესტროს" საშუალებას გახდეს ფინანსურდ დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობა კი აბსოლუტური წინაპირობაა სარედაქციო დამოუკიდებლობისა. ამ გეგმის შემუშავებამდე კი აღარ ვაპირებ გავრცელებულ ჭორებზე და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას. მე დაველოდები "მაესტროს" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს", _ ნათქვამია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები