"მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

"მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტი "მაესტროს" წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა. განცხადების თანახმად , "მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები განაგრძობენ საქმიანობას, ვიდერე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. "ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია "მაესტროს" სახელით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: დღეს ლკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის პოზიცია. "მაესტროში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას უზრუნველყოფენ. თანამშრომლები აგრძელებნ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია. თუმცა ვიდერე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბიმისი ცვლილებები არ ვგეგმავთ შპს სტუდია მაესტროს დირექტორისგან კარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტყროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნაყიდობასთან დაკავშირებით", _ ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები