ლევან და გია გაჩეჩილაძეები - "მაესტროს ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს

ლევან და გია გაჩეჩილაძეები - "მაესტროს ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს

"მაესტროს ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს", - ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამინდელი მფლობელების, გია და ლევან გაჩეჩილაძეების განცხადებაში, რომელსაც მათი ადვოკატი ირაკლი კორძახია ავრცელებს.

განცხადებაში გია და ლევან გაჩეჩილაძეები მოუწოდებენ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ სპეკულაციებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბოლო რამდენიმე დღეა "მაესტროს" ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, "მაესტროს" სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის "მაესტროს" დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყენაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა. მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ ამ სპეკულაციებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს "მაესტროს" გაკოტრება და "მაესტრო" დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები "მაესტროს" რეიტინგის ასაწევად", - ნათქვამია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები