"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო" - მაკა ასათიანი თანამშრომლებზე, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო" - მაკა ასათიანი თანამშრომლებზე, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელის მაკა ასათიანის განცხადებით, "მაესტროს" რამდენიმე ჟურნალისტი არხის გუნდის ერთიან მოსაზრებას არ იზიარებს.

ასათიანის თქმით, მას გული სწყდება, რომ გუნდი ბოლომდე ერთიანი ვერ აღმოჩნდა.

"არის სამი გოგონა და ძალიან განვიცადე, არ მეგონა რომ სამი ადამიანი იქნებოდა ისეთი, რომელიც ამ ერთობლიობას დაარღვევდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალბათ ჩვენი, პირადად ჩემი მხრიდანაც იყო დაშვებული რაღაც შეცდომები, რატომაც მათ მთელი გუნდის ერთიანობაში ეჭვი შეიტანეს და თავიანთი განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მტკივნეული - ძალიან მტკივნეული იყო", - აცხადებს ასათიანი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები