ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები

ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ხვალ "მაესტროში" როგორც სტუმარს, ისე უმასპინძლებს.

როგორც გადაბაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა. მეურვეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არანაირი პრობლემა არ ექნება შენობაში შემოსვლის, ასევე, მოუსმენს ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას.

"მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანი მოვიდეს ხვალ, ჩვენ ვიჩხუბოთ, ხელი დამარტყას ან შემოიჭრას, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ და ვალში არ დავრჩები", - განაცხადა გადაბაძემ.

გადაბაძემ განმარტა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მიიღებს, როგორც სტუმარს სათათბირო ოთახში და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე საშვის დაშვების გარეშე ვერავინ შევა.

"არავინ იფიქროს, რომ გამოკერებული ვარ დირექტორის სკამს. მე დავსაქმდები, გარწმუნებთ. რომც არ დავსაქმდე, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აქ არის პრინციპის საკითხი. შესაბამისად, მე მას ვეტყვი, რომ არ მჯერა იმისი, რაც მითხრა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისი თქმით, თუ თანამშრომლებს უნდათ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობა, პრობლემა არ არის, ამ ეტაპზე თანამშრომლები მათი სახელით ლაპარაკის უფლებამოსილებას გადაბაძეს ანიჭებენ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები