"უცნობის" წილი "მაესტროში" იყო ნული"- მამუკა ღლონტი პატარკაციშვილების ოჯახს მიმართავს

"უცნობის" წილი "მაესტროში" იყო ნული"- მამუკა ღლონტი პატარკაციშვილების ოჯახს მიმართავს

"უცნობის" წილი "მაესტროში" იყო ნული, "მაესტროში" "უცნობს" აღარაფერი ესაქმებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გაჩეჩილაძეს "მაესტროსთან" შეხება აღარ ჰქონდა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი წილი გაყიდა, ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კი იგი ტყუილად ნერვიულობდა.

იხილეთ ვიდეო

"მოდით, დავუშვათ, რომ კოტე გოგელია ყველაფერს აკერთებდა ცუდად, რა შუაშია აქ "უცნობი"?

"უცნობის" წილი "მაესტროში" იყო ნული. "მაესტროში" "უცნობს" არაფერი ესაქმებოდა მას შემდეგ, რაც მან თავის წილი გაყიდა. თუ მან თავის წილი არ გაყიდა და მე სიცრუეში ვცხოვრობ ან მან მითხრას ეს, არიან კიდევ ადამიანები, ვისაც შეუძლიათ მითხრან, რომ "უცნობს" წილი არ გაუყიდია, მას ფული არ აუღია თავის 25 %-ში და ის "მაესტროზე" რომ ნერვიულობდა, ნერვიულობდა სამართლიანად. მითხრან ეს, ჩამაყენონს საქმის კურსში. "უცნობს" არ ჰქონდა წილი "მაესტრროში", ის ტყუილად ნერვიულობდა "მაესტროზე", - განაცხადა მამუკა ღღლონტმა.

მან პატარკაციშვილების ოჯახის ინტერესის შესახებაც ისაუბრა და მოუწოდა მათ, არ მოიქცენ ისე, როგორც მათ "ნაციონალური მოძრაობა" მოექცათ.

"გაჩეჩილაძის 25 % არის ეჭვქვეშ. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ნებით თუ უნებლიედ იქცევიან ისე, როგორც მათ მოქეცათ "ნაციონალური მოძრაობა". მათ დაიპყრეს ტელევიზია და აპირებენ გამოყარონ იქიდან კანონიერი მფლობელები. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, რადგან თუ როგორ დაამთავრა მიხეილ სააკაშვილმა, ყველამ კარგად ვნახეთ.

მე ტელებიზნესი აღარ მაინტერესებს. "მაესტრო" არასდროს ყოფილა ჩემთვის მატერიალური ღირებულება. უბრალოდ მე ვეცდები "მაესტროს" ლოგოს ქვეშ არ გავიდეს რამე უმსგავსობა და არ მოხდეს ის, რომ "მაესტროში" ჟურნალისტები არ იყვნენ თავისუფლები. "მაესტრო" ცნობილია იმით, რომ ყოველთვის იყო თავისუფალი. ამას აღიარებს ყველა პოლიტიკოსი, ყველა ჟურნალისტი და ყველა მაყურებელი", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები