ნიკა გვარამია - ყველა მედიაშეთქმულება ტელეკომპანია "იმედის" ბაზაზე იგეგმება

ნიკა გვარამია - ყველა მედიაშეთქმულება ტელეკომპანია "იმედის" ბაზაზე იგეგმება

ყველა მედიაშეთქმულება ტელეკომპანია "იმედის" ბაზაზე იგეგმება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ტელეკომპანია "იმედი" პირდაპირი თავდასხმა-რეკრუტირების ცენტი გახდა. "რუსთავი 2"-ს შეუტიეს ამ მხრივ და მმართველად მოგვივლინეს "იმედიდან" 3 დღის წასული რეზო საყევარიშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ში რომ დაინიშნა, ისევ "იმედის" ბუფეტში ჭამდა. დღეს ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებელი არის "მაესტროზე" თავდასხმის მთავარი იდეური სულის ჩამდგმელი და დამფინანსებელი. მე ვსვამ კითხვას – ეს ტელევიზიაა, თუ თავდასხმების და სახელმწიფო მედია რეპრესიების ადგილი. რეალურად ეს არის ასე – ყველა მედიაშეთქმულება იგეგმება ტელეკომპანია "იმედის" ბაზაზე, ტელეკომპანია "იმედის" შენობაში, იქ მომუშავე ადამიანების გზით და ეს ადამიანები არც იმალებიან. იმასაც არ ფიქრობენ, რომ მათი ასეთი გამოჩენა ამ კომპანიაში მომუშავე ადამიანებს აზიანებს", - განაცხადა გვარამიამ. მისივე თქმით, ტელეკომპანია GDS-ს ასევე "იმედი" მართავს, რომლისთვისაც მთავარი ორიენტირი ხელისუფლებაა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები