მამუკა ღლონტი - ჩემში კი არა, პატარა ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია

მამუკა ღლონტი - ჩემში კი არა, პატარა ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია

"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლო მიკერძოებულია. ამის შესახებ მამუკა ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების კომენტირებისას განუცხადა.

"სამწუხაროდ სასამართლომ სწრაფად გადაწყვიტა საკითხები, რომელიც ეხებოდა ბატონი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას და არ იხილავს საქმეს, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი საკონტროლო პაკეტი.

შესაბამისად, ბუნებრივია ეს ჩემში კი არა, პატარ ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საჯარო რეესტრი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია "მაესტროს" დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

იხილეთ ასევე: საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები