"მაესტრო" შესაძლოა "მე-9 არხის" შენობაში განთავსდეს

"მაესტრო" შესაძლოა "მე-9 არხის" შენობაში განთავსდეს

"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გაკოტრების პროცედურის შეჩერებას გეგმავს.

როგორც ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა გაკოტრებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოდან გამოტანასთან დაკავშირებით.

ამასთან, "მაესტროს" გენერალური დირექტორის თქმით, დღეიდან მისი ფინანსური თანაშემწე დოკუმენტაციის გადაბარებას დაიწყებს.

"დღეს მინდა თემურ გაჩეჩილაძეს გავაცნო ჩემი ფინანსური თანაშემწე, რომელიც დაიწყებს საბუთების გადაბარებას", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ სად შეიძლება განთავსდეს ტელეკომპანია, მისი განმარტებით, "იხილება ყველა შენობა გამომდინარე იმისა, რა ზომის არის და როგორ არის".

"ძალიან ბევრი დეტალი აქვს განთავსებას. ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, მუშაობის პროცესი როგორ იქნება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება და ყველა შენობა იხილება, მათ შორის მეცხრე არხის", - განაცხადა "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები