ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომერი #4(64), რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს. ნომერში წაიკითხავთ:

ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს “ისტორიის მამისა” / ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)

როგორ გადაურჩა “დიდ ტერორს” ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან

ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი ბანკნოტზე

ივანე ჯავახიშვილი და სამედიცინო ტერმინოლოგია

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი დიდ მოღვაწეზე

დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, პატარა კინოსახელოსნოში ატარებს. სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე, 80 წლის კინორეჟისორი, სწორედ ამ უნივერსიტეტის კინო-ტელემიმართულების პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად მუშაობს...

ქართული ხელნაწერი ვახტანგVI-ის უცნობი ლექსით

დღემდე უცნობი იმ ქართული ხელნაწერი კრებულის აღწერილობას, რომელიც, ბევრ საინტერესო ლიტერატურულ ძეგლთან ერთად, ვახტანგ VI-ის უცნობ ლექსსაც შეიცავს... მცირე ისტორიული ქრონიკა დისკოს მსგავსი ორნამენტით სრულდება, რომელსაც ავტორის მინაწერი ახლავს “ჩყლგ-სა (1833) წელსა კათვის (უნდა იგულისხმებოდეს მკათათვე ანუ ივლისი. - გ. კ.) კვ-სა (26) დაიწყო შვიდ მეცნიერის წერა ქაიხოსროვ დავითის ძე ხიზანოვმა”.

მინაწერში მოხსენიებული ქაიხოსრო ხიზანოვი, იგივე ხიზანიშვილი XIX საუკუნის საქართველოს ცნობილი კალიგრაფია.

მუხრანში ქართული მონეტების განძი იპოვეს

შიდა ქართლის ისტორიულ სოფელში - მუხრანში, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. გალავნის უბნის მცხოვრებმა საკუთარ ნაკვეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას, XVIII საუკუნის პირველ ოცწლეულში თბილისის სამეფო ზარაფხანაში მოჭრილი სპილენძის მონეტები იპოვა. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ეს მხარე, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ თუ სასულიერო ცხოვრებაში.

ნაპოლეონის სამეცნიერო ექსპედიცია ეგვიპტეში / კულტურის ძალისმიერი ექსპორტის შედეგები

1798 წლის 19 მაისს საფრანგეთის რესპუბლიკის “აღმოსავლეთის არმია”, გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით, ტულონიდან და სხვა პორტებიდან გავიდა. ფრანგებმა რამდენიმე დღეში კუნძული მალტა დაიკავეს. მათი მთავარი მიზანი იყო ეგვიპტე - ათასობით კილომეტრით დაშორებული აღმოსავლური ქვეყანა, რომელიც ფორმალურად ოსმალეთის სულტანს ემორჩილებოდა, ფაქტობრივად კი მამლუქი ბეგები მართავდნენ. ფრანგებმა ელვის სისწრაფით გადალახეს ხმელთაშუა ზღვა, უკვე 2 ივლისს მათ ალექსანდრია აიღეს... როგორც ეგვიპტელი ისტორიკოსი ალ-ჯაბართი წერს: “ქალაქში გამოაცხადეს “ამანი” და აღმართეს საკუთარი დროშები”.

რომაული სიცრუის დეტექტორი

“სიმართლის პირი” - ასე უწოდებენ ქალაქ რომის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას, რომელსაც იტალიის დედაქალაქში ჩასული ტურისტი აუცილებლად ესტუმრება ხოლმე და რომლის ნახვის მოლოდინში დამთვალიერებელთა უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება. “სიმართლის პირი” წარმოადგენს ძველრომაულ მარმარილოს დისკოს, რომელზეც რელიეფურად ადამიანის - წვერიანი მამაკაცის პირისახით - წარმართული ღვთაებაა გამოსახული.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ბაჩანა ბრეგვაძის ჩუმი ღვაწლი

სასიკვდილო “ფინალი”: ძერჟინსკი სტალინის წინააღმდეგ / ოპერაცია “ტრესტი”. ნაწილი IV. დასასრული

მეჰრანგარი ჯოდჰპურში / ინდოეთის ყველაზე დიდი ციხესიმაგრე

შთამომავლობა / თარხუჯ ჯავახიშვილი: დიდი ივანეს შვილიშვილობა ჩემს “დამსახურებად” არასოდეს მიმიჩნევია...

ილუსტრირებული ისტორია / “გიორგი სააკაძე”

გაიცანი საქართველო / რაჭულ-ლეჩხუმური სილამაზე

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები