ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მაისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მაისის ნომერი #5(65), რომელშიც წაიკითხავთ:

7 მითი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ ქართველ საზოგადოებაში უამრავი მითია გავრცელებული. ამ მითებს ჩვენ ხშირად ვისმენთ პირად საუბრებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში, ვკითხულობთ სოციალურ ქსელში და სხვ. მითების გავრცელებას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობდა ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა იდეოლოგია თუ მემუარული ლიტერატურა, რომელიც სუბიექტურობისა და უზუსტობებისგან არ იყო დაზღვეული, აგრეთვე დამახინჯებული და ინტერპრეტირებული ზეპირი გადმოცემები. აქ ვისაუბრებთ იმ შვიდი მითის შესახებ, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებაში და მათ უმეტეს ნაწილს ისტორიოგრაფიამ კარგა ხანია გასცა პასუხი.

მითი 1. თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ.

მითი 2. იუნკერთა უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა.

მითი 3. ნოე ჟორდანიამ თბილისი უბრძოლველად დატოვა 24 თებერვლის საღამოს და გაიქცა.

მითი 4. თბილისის დაცემის შემდეგ ქართულ შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

და ა.შ.

`ჭეშმარიტად აღსდგა!~ / როგორ ულოცავდა ილია ჭავჭავაძე თანამემამულეებს აღდგომას 1887 წელს

1887 წლის 5 აპრილს, გაზეთ `ივერიის~ მეთაური წერილი უსათაუროდ და ხელმოუწერელად დაიბეჭდა, თუმცა ისტორიკოსებს ავტორის ვინაობა სათუოდ არ მიაჩნიათ. აღდგომის ნათელ დღესასწაულს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) თანამემამულეებს ულოცავს.

საქართველოს ისტორია - არაზედაპირულად / როგორ იწერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულა

ქართველი საზოგადოების საკმაო ნაწილისთვის დღეს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უაპელაციო, ლანძღვაში გადასული კრიტიკა ნორმას წარმოადგენს. სოციალ-დემოკრატიული პარტია, მისი ლიდერის ნოე ჟორდანიას მეთაურობით, უნიათო, არაეროვნულ და ილიას მკვლელ ძალად მიიჩნევა, რომელსაც არასდროს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედის ირონიით აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში.

ამგვარი კლიშეები საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შექმნა. მისი მიზანი იდეური მტრების, მენშევიკების მარგინალიზაცია და მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკის საზოგადოებისთვის დამახინჯებულად, სახეშეცვლილად მიწოდება იყო. ეს მიზანი არცთუ ურიგოდ შესრულდა. სამწუხაროდ, ასე გრძელდება ბოლო 25 წლის განმავლობაშიც.

პირველი არალეგალური სტამბა ნაძალადევში ამოქმედდა

ამიერკავკასიაში არალეგალური სტამბების ისტორია სათავეს იღებს საუკუნეზე მეტი ხნის წინ და ის რევოლუციურ მოძრაობას უკავშირდება. კითხვაზე, თუ სად მდებარეობდა პირველი არალეგალური სტამბა საქართველოში, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ავლაბარში, სადაც შესაბამისი მუზეუმი დღემდე შემორჩა. არადა, პირველი არალეგალური სტამბა თბილისის სხვა უბანში - ნაძალადევში მდებარეობდა.

როგორ ჩაიშალა ნოვოროსიის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა / სიმონ პეტლიურას შესრულებელი მისია (ნაწილი I)

1918 წელს უკრაინაში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ჰეტმან სკოროპადსკის პროგერმანული მთავრობა დაამხეს და ხელისუფლებაში უკრაინული დირექტორია მოვიდა. მისი თავმჯდომარე უკრაინელი მწერალი ვოლოდიმირ ვინიჩენკო გახლდათ, არმიას კი სიმონ პეტლიურა ედგა სათავეში. სწორედ პეტლიურას სახელს უკავშირდება კიევის აღება და გერმანელი ოკუპანტების განდევნა. ასე მოხდა პირველი უკრაინული რევოლუცია, რამაც მსოფლიო მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენა - რუკაზე გაჩნდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო უკრაინა, 50 მილიონამდე მოსახლეობით და საფრანგეთზე უფრო დიდი ტერიტორიით.

- ამან ყველა გაგვაოგნა. არავინ იცოდა, ეს უკრაინა საჭმელია თუ სასმელი, - წერდა უინსტონ ჩერჩილი.

1919 წლის 22 იანვარს კიევში საზეიმოდ გაფორმდა აღმოსავლეთ-დასავლეთ უკრაინის გაერთიანება ერთიან დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს პირველი უკრაინული რევოლუციის პიკი იყო.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

“ჯვარის გუშაგნი” / მალხელი გურჯების ნაკვალევზე (ნაწილი I)

ნიკოლოზ აბაშიძის დაბრუნება / რატომ იყო ქართველი მეცნიერი და მოღვაწე საშიში საბჭოეთისთვის

ივანე ჯავახიშვილი და მუსიკალური საკრავები ჰერეთში

ექსპედიცია / X-XI საუკუნეების უცნობი წარწერა მოხისის სამების ეკლესიიდან

სასაკლაო სარდლობის მიზეზით / ლავრენტი ყალიჩავა - ქერჩში მებრძოლი ჯარისკაცი “სამშობლომ” მოღალატედ შერაცხა

ქართული ძეგლები / მეტეხი კასპში

საიდუმლო სერობის მენიუ

კოსმოსიდან დანახული ვიკინგების საგა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები