თამაზ მეჭიაური "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ; გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები - დღეს "360 გრადუსში"

თამაზ მეჭიაური "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ; გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები - დღეს "360 გრადუსში"

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური "რესპუბლიკელებს" ღიად უპირისპირდება. პარლამენტიდან პრემიერს "რესპუბლიკელი" მინისტრების დათხოვნას მოუწოდებენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით "Palitranews"-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ 360 "გრადუსის" პირველ ბლოკში ისაუბრებს თამაზ მეჭიაური.

გასულ წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. წლის განმავლობაში, საშუალოდ 600 მდე ადამიანი იღუპება. გაზრდილი კატასტროფების მიზეზად სახელდება არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელი მდგომარეობა და ქვეითების მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემის მეორე ბლოკში ისაუბრებენ - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი და საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე.

მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ გადაცემის სტუმრებს მათთვის სასურველი შეკითხვა დაუსვან, რასაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის გვერდზე "360 გრადუსი".

გადაცემა "360 გრადუსი" "Palitranews" - ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათზე დაიწყება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები