ქყვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; ეკონომიკური გამოწვევები - დღეს "360 გრადუსში"

ქყვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; ეკონომიკური გამოწვევები - დღეს "360 გრადუსში"

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდა, EBRD - ის დადებითი შეფასებები, გაზრდილი ინვესტიციებისა და დატვირთული ტურსისტული სეზონის პროგნოზი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა - ამ საკითხებზე ისაუბრებენ დღეს ეკონომიკის ექსპერტები დემურ გიორხელიძე და ლევან კალანდაძე „Palitranews“- ის საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ „360 გრადუსი“-ს პირველ ბლოკში.

თოქ-შოუ „360 გრადუსი“-ს მეორე ბლოკში საუბარი იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოლოდინებზე.

მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ გადაცემის სტუმრებს მათთვის სასურველი შეკითხვა დაუსვან, რასაც ”360 გრადუსის” წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ ”Facebook“-ის გვერდზე ”360 გრადუსი”.

გადაცემა „360 გრადუსი“ „Palitranews“ - ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათზე დაიწყება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები