თამბაქოს კომპანიების ლობი მთავრობაში; პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გამოწვევები - დღეს, "360 გრადუსში"

თამბაქოს კომპანიების ლობი მთავრობაში; პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გამოწვევები - დღეს, "360 გრადუსში"

დღეს, 21 საათზე, "Palitranews"-ის ეთერში მოისმენთ და ნახავთ: საქართველო მწეველთა რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. თუ 8-10 წლის წინ ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით წელიწადში რვა ათასი ადამიანი იღუპებოდა, დღეისათვის ეს ციფრი 11 ათასამდეა გაზრდილი.

როგორია სახელმწიფო პოლიტიკა სტატისტიკის ფონზე. ლობირებს თუ არა მთავრობა თამბაქოს კომპანიებს? ამ საკითხთან დაკავშირებით, "Palitranews"-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ 360 "გრადუსის" პირველ ბლოკში ისაუბრებენ: "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე.

მეორე ბლოკი დაეთმობა პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილ პარტიის, "სახელმწიფო ხალხისთვის", პოლიტიკურ გამოწვევებს. რა მოლოდინი და მიზნები აქვთ პარტიის წევრებს და რა იმედებს ამყარებენ ისინი ამომრჩეველზე. გიორგი მიქნაძის კითხვებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებს.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გადაცემის სტუმრებს სასურველი შეკითხვა დაუსვას, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის გვერდზე "360 გრადუსი".

გადაცემა "360 გრადუსი" "Palitranews" - ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები