"კაბელების საქმე" და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია; არჩილ ჩიხლაძე- ყველასგან მივიწყებული მომღერალი - დღეს "360 გრადუსში"

"კაბელების საქმე" და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია; არჩილ ჩიხლაძე- ყველასგან მივიწყებული მომღერალი - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 16 მაისს, 21:00 საათზე,  ტელეკომპანია PALITRNEWS-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსის" განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება "კაბელების საქმე".

თემაზე და მათი პარტიის შეცვლილ დღის წესრიგზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრები, შალვა შავგულიძე და გია ცაგარეიშვილი ისაუბრებენ.

რაც შეეხება მეორე ბლოკს, გადაცემის სტუმრები იქნებიან არჩილ ჩიხლაძის მეუღლე, მაყვალა ჩიხლაძე და მათი ქალიშვილი- ირმა ჩიხლაძე. ისინი ისაუბრებენ ოჯახის წევრის სოციალურ ყოფაზე. ტელეფონით ჩაგვერთვება სოციალური მუშაკი, თამარ ნოზაძე.

მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ გადაცემის სტუმრებს მათთვის სასურველი შეკითხვა დაუსვან, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები