ბოტანიკურ ბაღთან და მერიასთან დაკავშირებული პრობლემები; აჟიოტაჟი საკრებულოში - დღეს "360 გრადუსში"

ბოტანიკურ ბაღთან და მერიასთან დაკავშირებული პრობლემები; აჟიოტაჟი საკრებულოში - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 17 მაისს, 21 საათზე, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსის" განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ანგარიში საკრებულოში.

გიორგი მიქანაძის კითხვებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე უპასუხებს.

რაც შეეხება მეორე ბლოკს, ამავე საკითხზე დებატები გადაცემის მეორე ნაწილშიც გაგრძელდება. გადაცემის სტუმრები იქნებიან საკრებულოს წევრები - თამარ ტალიაშვილი და ალეკო ელისაშვილი.

მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ გადაცემის სტუმრებს მათთვის სასურველი შეკითხვა დაუსვან, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები