აზარტული თამაშების პრობლემა და ინეტრნეტკაზინოების რეგულაციის თემა - დღეს "360 გრადუსში"

აზარტული თამაშების პრობლემა და ინეტრნეტკაზინოების რეგულაციის თემა - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 19 მაისს, ტელეკომპანია PALITRANEWS-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსი" მთლიანად დაეთმობა აზარტულ თამაშებს, "აფბა-ს" განცხადებას თამაშებთან დაკავშირებით და არარსებულ და საჭირო რეგულაციებს. პირველ ბლოკში სტუმრად გვეყოლება ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე და გიგი, რომელიც საკუთარ ამბავს მოგვითხრობს. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან: "აფბა-ს" ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე და "პალიტრა მედიის" სარეკლამო სამსახურის წარმომადგენელი, თეა თაბაგარი.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები