ძალადობის მცდელობა საარჩევნო პერიოდში და "ქართულ ოცნებაში" განვითარებული მოვლენები "360 გრადუსში"

ძალადობის მცდელობა საარჩევნო პერიოდში და "ქართულ ოცნებაში" განვითარებული მოვლენები  "360 გრადუსში"

დღეს, 24 მაისს, ტელეკომპანია PALITRANEWS-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსის" განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება პრემიერის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვებს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ასევე პირველ ბლოკში ისაუბრებს "სამართლიანი არჩევნები"- ს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

რაც შეეხება მეორე ბლოკს გადაცემის სტუმარი იქნება საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენლი, "მრეწველთა პარტიის" ლიდერი გოგი თოფაძე, რომელიც მის პოლიტიკურ გეგმებსა და პარტია "ქართულ ოცნება" - ში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს დასვას სასურველი შეკითხვა, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი გიორგი მიქანაძე პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვები სგაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "Facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი". გადაცემა 21:00 საათზედაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები