კორცხელში განვითარებული მოვლენები 2011 წლის 26 მაისი - დღეს "360 გრადუსში"

კორცხელში განვითარებული მოვლენები 2011 წლის 26 მაისი - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 26 მაისს, ტელეკომპანია PALITRANEWS-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკი დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემას. კერძოდ, ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით და უმთავრესს, მოსახლეობის უსაფრთხოებას. სტუმრად გვეყოლება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე.

მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან - ანა კამლაძე, "აუდიტორია 115" და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე. სტუდენტები ისაუბრებენ უნივერსიტეტში განვითარებულ დაპირისპირების ახალ ტალღაზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალურ ქსელ "facebook-ის" გვერდზე "360 გრადუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები