ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - დღეს, "360 გრადუსში"

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - დღეს, "360 გრადუსში"

დღეს, 30 მაისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, "360 გრადუსი" დაეთმობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელსაც გამოეხმაურნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. თემასთან დაკავშირებით სტუმრად გვეყოლებიან "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც "360 გრადუსის" წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "Palitranews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები