მამუკა ღლონტი და ეკა აკობია "მაესტროს" ჟურნალისტებს მიმართავენ

მამუკა ღლონტი და ეკა აკობია "მაესტროს" ჟურნალისტებს მიმართავენ

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლების ფაქტს ეხმაურებიან და ჟურნალისტებს საკუთარი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი" მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მივმართავთ "მაესტროს" ჟურნალისტებს: გიორგი ისაკაძის "მაესტროდან" გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს "ქართული ოცნება" "იმედის" მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით.

მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ "მაესტროს" სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში "ირაკლი რუხაძე და კომპანია" აუცილებლად დაცლის "მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები