"ახალი საქართველო" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის; ყოფილი პრემიერის ღია წერილის ეკონომიკური ნაწილის შეფასება - დღეს "360 გრადუსში"

"ახალი საქართველო" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის; ყოფილი პრემიერის ღია წერილის ეკონომიკური ნაწილის შეფასება - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 31 მაისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკი დაეთმობა ახლადშექმნილი პოლიტიკური პლატფორმის სამომავლო გეგმებს, რაზეც ისაუბრებენ "ახალი საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე და მოძრაობის წევრი გურამ ჩალაგაშვილი. სტუმრები ამ თემის გარდა, განიხილავენ მნიშვნელოვან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს.

მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლებიან:"თავისუფალი დემოკრატების" წევრი-დავით ონოფრიშვილი, მოძრაობა"სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი-გიორგი პაპავა და"2030-ის" ექსპერტი-მიხეილ დუნდუა. რესპონდენტები ისაუბრებენ ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკურ ნაწილზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "360 გრადუსის-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები