სოსო ალავიძე პაატა ბურჭულაძეს პასუხობს; კორცხელის ინციდენტი და შედეგები - დღეს "360 გრადუსში"

სოსო ალავიძე პაატა ბურჭულაძეს პასუხობს; კორცხელის ინციდენტი და შედეგები - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 2 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველი ბლოკი დაეთმობა კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დეტალებს. თემაზე ისაუბრებენ: უფლებადამცველი -სოფო ხორგუანი და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი - სოფო ვერძეული.

მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლება პოლიციის გენერალ-მაიორი, სოსო ალავიძე, რომელიც ისაუბრებს მისი და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობებზე და „სახელმწიფო ხალხისთვის" ყრილობის დეტალებზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები