"ქართული ოცნების" საარჩევნო მარათონი; ოპოზიციის პოზიცია გაჭიანურებულ ვიზალიბერალიზაციაზე - "360 გრადუსში"

"ქართული ოცნების" საარჩევნო მარათონი; ოპოზიციის პოზიცია გაჭიანურებულ ვიზალიბერალიზაციაზე - "360 გრადუსში"

დღეს, 7 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" პირველ ბლოკში სტუმრად გვეყოლება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე.

მეორე ბლოკი დაეთმობა გაჭიანურებული ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ამჯერად პოზიციას ოპოზიცია დააფიქსირებს და სტუმრად გვეყოლებიან - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი და პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრი მამუკა კუდავა.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები