"საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო" - დღეს "360 გრადუსში"

"საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო" - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 8 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, "360 გრადუსი", მთლიანად დაეთმობა წინასაარჩევნო კამპანიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. პირველ ბლოკში სტუმრად გვეყოლებიან "რესპუბლიკური პარტიის" წევრი - დავით ზურაბიშვილი, " თავისუფალი დემოკრატების" წევრი - ზაზა ფირალიშვილი და პოლიტოლოგი - ვაჟა ბერიძე.

მეორე ბლოკში არჩევნების თემას განავრცობენ კახა კუკავა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" და " დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი - გიგლა ბარამიძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები