"ვისი ფული ტრიალებს ქართულ ენერგეტიკაში; ქალები პოლიტიკაში" - დღეს "360 გრადუსში"

"ვისი ფული ტრიალებს ქართულ ენერგეტიკაში; ქალები პოლიტიკაში" - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 9 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი ბლოკი დაეთმობა "საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციის" შედეგების განხილვას.

თემაზე ისაუბრებენ ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია, პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, ირაკლი ყიფიანი და პარტია "ახალი საქართველოს" წევრი, გიორგი ხაბურზანია.

მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლებიან: პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი, ლალი მოროშკინა, "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი, თამარ ცინცაბაძე და "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია. პოლიტიკოსები ისაუბრებენ ქალი პოლიტიკოსების როლზე წინასაარჩევნო პერიოდში.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები