შეიძლებოდა თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის თავიდან აცილება?! - დღეს "360 გრადუსში"

შეიძლებოდა თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის თავიდან აცილება?! -  დღეს "360 გრადუსში"

დღეს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, "360 გრადუსი", მთლიანად დაეთმობა 1 წლის წინ ვერეს ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას. თემაზე პირველ ბლოკში ისაუბრებენ - მოხალისე მაშველი, გიგი კეშელავა და თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე.

მეორე ბლოკში კი სტუმრად გვეყოლებიან სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ ელიზბარაშვილი, შმაგი ჩოხელი, ,, ეკოლოგი, „კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები