სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება; „ეროვნული ფორუმის“ სამომავლო გეგმები - "360 გრადუსში"

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება; „ეროვნული ფორუმის“ სამომავლო გეგმები - "360 გრადუსში"

დღეს, 14 ივნისს, ტელეკომპანია PalitraNews-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, ”360 გრადუსის“, პირველ ბლოკში „სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი და „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს“ წევრი, სანდრო ბრეგაძე ისაუბრებენ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე.

მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლება „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი, გუბაზ სანიკიძე. სტუმარი ისაუბრებს ფორუმის სამომავლო გეგმებზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ “PalitraNews-ის“ ოფიციალურ ”Facebook” გვერდზე. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები