"კონსერვატიული პარტიის" სამომავლო გეგმები; ვისი ფული ტრიალებს ფოთის ნავსადგურში -"360 გრადუსში"

"კონსერვატიული პარტიის" სამომავლო გეგმები; ვისი ფული ტრიალებს ფოთის ნავსადგურში -"360 გრადუსში"

დღეს, 20 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში სტუმრად გვეყოლება "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი,ზვიად ძიძიგური. რესპონდენტი ისაუბრებს მისი პარტიის სამომავლო გეგმებზე და შეაფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან- კომპანია "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" ხელმძღვანელი, დავით დავითიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე და ექსპერტი, დემურ გიორხელიძე. რესპონდენტები ფოთის ნავსადგურში არსებული მონოპოლიების თემას განიხილავენ.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები