კორუფცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში; პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი - "360 გრადუსში"

კორუფცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში; პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი - "360 გრადუსში"

დღეს, 21 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი თემა ეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში არსებულ კორუფციას. სტუმრად გვეყოლებიან საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და ადვოკატი, ლაშა მჭედლიძე.

მეორე თემა ეხება პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსს. პრემიერის ამ იდეას შეაფასებენ: "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ მაჭავარიანი და მოძრაობა "ახალი საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები