პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალები გამოაქვეყნა; "კაბელების საქმე" კვლავ აქტუალურია - დღეს "360 გრადუსში"

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალები გამოაქვეყნა; "კაბელების საქმე" კვლავ აქტუალურია - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 22 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი ბლოკი ეხება ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალებს. რამდენად სანდოა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია?! საკუთარ ვერსიებზე ისაუბრებენ ეროსის ძმა, ზურა კიწმარიშვილი, ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, "გირჩის" წევრი, ლევან ჩოლოყაშვილი, და პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, მერაბ მეტრეველი.

მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლება "თავისუფლი დემოკრატების" წევრი, გია ცაგარეიშვილი. რესპონდენტი ისაუბრებს "კაბელების საქმეზე" და შეაფასებს პრემიერის ინიციატივას პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის შესახებ.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები