ხიდაშელის სკანდალური ბრძანება; ლარი კიდევ გაუფასურდა - დღეს "360 გრადუსში"

ხიდაშელის სკანდალური ბრძანება; ლარი კიდევ გაუფასურდა - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 27 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი ბლოკი დაეთმობა თინა ხიდაშელის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას და გამოწვეულ ვნებათაღელვას. თემაზე ისაუბრებენ: ირაკლი სესიაშვილი, ნუკრი ქანთარია, გიორგი თავდგირიძე, კობა კობალაძე და დავით თევზაძე.

მეორე ბლოკი კვლავ გაუფასურებულ ლარს ეხება. თემაზე ისაუბრებენ: მიხეილ დუნდუა, ირაკლი ყიფიანი და გუგა ჩაფიჩაძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები