ნაციონალების ეკონომიკა ; "ოცნების" 4 წელი; საპარლამენტო "რესტარტი" - "360 გრადუსში"

ნაციონალების ეკონომიკა ; "ოცნების" 4 წელი; საპარლამენტო "რესტარტი" -  "360 გრადუსში"

დღეს, 28 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი ბლოკი დაეთმობა "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურ პროგრამას. თემაზე რომან გოცირიძე ისაუბრებს.

მეორე ბლოკში, პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე შეაფასებს "ქართული ოცნების" მმართველობის 4 წელს.

მესამე ბლოკში კი ექსპერტი, გიგა ხუხაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წევრი, თამუნა პატარაშვილი, ისაუბრებენ წინასაარჩევნო ეტაპზე და ასევე შეაფასებენ პარლამენტის 4 წლიან მუშაობას.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები