სულხან მოლაშვილის წამების საქმის განხილვა ; 4 წელი უმრავლესობაში - "360 გრადუსში"

სულხან მოლაშვილის წამების საქმის განხილვა ; 4 წელი უმრავლესობაში - "360 გრადუსში"

დღეს, 29 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველი ბლოკი დაეთმობა სულხან მოლაშვილის წამების საქმის განხილვას. თემაზე ისაუბრებენ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი , ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, პარტია " დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე და აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

მეორე ბლოკში, უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ისაუბრებს " ქართული ოცნების" შედეგებზე და პარლამენტში ყოფნის 4 წელზე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები