პოლიტიკური რეიტინგების ომი; დასაქმების პრობლემა - დღეს "360 გრადუსში"

პოლიტიკური რეიტინგების ომი; დასაქმების პრობლემა - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად ერთ-ერთ სკანდალურ თემას. შემდეგი განხილვის საგანი კი იქნება პოლიტიკური რეიტინგების ომი. თემაზე ისაუბრებენ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, " ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია და ქართული ოცნების ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი.

მეორე ბლოკში - დებატები დასაქმების პრობლემაზე საქართველოში. თემაზე ისაუბრებენ " გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები