დაპირებული პენსიები; პეტიცია სულხან მოლაშვილის საქმეზე - "360 გრადუსში"

დაპირებული პენსიები; პეტიცია სულხან მოლაშვილის საქმეზე - "360 გრადუსში"

დღეს, 4 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში განხილვის თემა იქნება პენსიები, თუ რამდენად არის პენსია საარჩევნო მანიპულაციის საგანი. თემაზე ისაუბრებენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, " გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი, ექსპერტი ლევან კალანდაძე და პარტია "ცენტრისტების" ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე. პირველივე ბლოკში მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან ჩაგვერთვება palitranews - ის ჟურნალისტი და გაგვაცნობს ბოლო ინფორმაციას და საქმის დეტალებს.

მეორე ბლოკში - პეტიცია სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით. ამ თემაზე ისაუბრებენ უფლებადამცველი გია ტაბლიაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და მამა ბასილ მკალავიშვილი.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები