იყო თუ არა აჰმედ ჩატაევი უშიშროების აგენტი; კიწმარიშვილის საქმის ახალი დეტალები - დღეს "360 გრადუსში"

იყო თუ არა აჰმედ ჩატაევი უშიშროების აგენტი; კიწმარიშვილის საქმის ახალი დეტალები - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 5 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში საუბარი იქნება შესაძლო მოსაზრებაზე, რომ აჰმედ ჩატაევი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს. თემაზე ისაუბრებენ ახმედ ზაკაევი დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე " კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

მეორე ბლოკში - ზურა კიწმარიშვილი გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრებს.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები