წერეთელის არჩევნები; აჰმედ ჩატაევის საქმე - დღეს "360 გრადუსში"

წერეთელის არჩევნები; აჰმედ ჩატაევის საქმე - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 6 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში საუბარი იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნებზე. თემაზე თავად ამ არჩევნებში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი ისაუბრებს.

მეორე ბლოკში ჩვენი სტუმრები იქნებიან დეპუტატი გოგლა ჟვანია, სანდრო ბრეგაძე "ერთიანი საქართველოსთვის" წევრი და ემზარ კვიციანი - პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები