გეგეშიძის პრობლემა; პრორუსული ძალები - "დღეს 360 გრადუსში"

გეგეშიძის პრობლემა; პრორუსული ძალები - "დღეს 360 გრადუსში"

დღეს, 7 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის", პირველ ბლოკში ძირითადი სასაუბრო თემა იქნება არჩილ გეგეშიძის პრობლემა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მთავრობაში პრორუსულად მოაზროვნე პოლიტიკოსები არიან. თემაზე ისაუბრებენ " მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე და "გირჩის" ერთ-ერთი წევრი გია ჯაფარიძე.

მეორე ბლოკში - ანა დოლიძე რომელიც ისაუბრებს თუ რამდენად არსებობს მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნის საფრთხე და ასევე სტუმრად გვეყოლება "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე.

არის თუ არა ხელისუფლებაში პრორუსული ძალები ? თემას განავრცობს პარტია "მრეწველების" ლიდერი გიგი თოფაძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები