საარჩევნო კამპანიის გააქტიურება; გუკა რჩეულიშვილის საქმე და ხელმოწერები სალომე ჩარკვიანის გასანთავისუფლებლად -"360 გრადუსში"

საარჩევნო კამპანიის გააქტიურება; გუკა რჩეულიშვილის საქმე და ხელმოწერები სალომე ჩარკვიანის გასანთავისუფლებლად -"360 გრადუსში"

დღეს, 14 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა იქნება საარჩევნო კამპანიის გააქტიურება. როგორ ემზადებიან " ქართული ოცნების" სიის ახალი სახეები და რას ფიქრობენ გვერდზე მორჩენილი პოლიტიკოსები, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ. ასევე, სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სალომე ჩარკვიანის გასანთავისუფლებლად კი ხელმოწერები გროვდება. ამ თემებზე სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორდქიფანიძე, პარტია " თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ექსპერტი გია ხუხაშვილი, პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე და "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები