სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში; ონლაინ კაზინოების პრობლემა -"360 გრადუსში"

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში; ონლაინ კაზინოების პრობლემა -"360 გრადუსში"

დღეს, 18 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა იქნება სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში. ასევე ონლაინ კაზინოების პრობლემა საქართველოში. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენი სტუმრები იქნებიან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, "გირჩის" საგარეო მდივანი მამუკა კუდავა, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, "აფბას" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე, ექსპერტი მიშა დუნდუა და "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები