ქართული ოცნების სახეები; საარჩევნო მარათონი - დღეს "360 გრადუსში"

ქართული ოცნების სახეები; საარჩევნო მარათონი - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 19 ივლისს, ტელეკომპანია „PalitraNews-ის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, ”360 გრადუსის“ მთავარი თემა იქნება ქართული ოცნების ახალი სახეები. ვინ რჩება ოცნების სახედ და ვინ ტოვებს უმრავლესობის რიგებს. თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუმრები იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გედევან ფოფხაძე და ანი მიროტაძე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი და „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ “PalitraNews-ის“ ოფიციალურ ”Facebook” გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები