ცენტრ-პოინტის საქმე; ბიზნესი და პოლიტიკა - "360 გრადუსში"

ცენტრ-პოინტის საქმე; ბიზნესი და პოლიტიკა - "360 გრადუსში"

დღეს, 20 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა იქნება " ცენტრ-პოინტის" საქმე და ქართული ბიზნესი. თემებზე სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან " საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" წევრი თამთა კახიძე, "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი კოტე კემულარია და ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები