იგორ გიორგაძის საქმე ; მორიგი ემბარგო - დღეს, "360 გრადუსში"

იგორ გიორგაძის საქმე ; მორიგი ემბარგო - დღეს, "360 გრადუსში"

დღეს, 21 ივლისს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა იქნება იგორ გიორგაძის საქმე და რუსული ემბარგო. თემებზე ისაუბრებენ პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, " ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი, პარტია " სახელმწიფო ხალხისათვის" წევრი ირაკლი ყიფიანი, "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" წევრი ლევან ჩოლოყაშვილი და ექსპერტი ლევან კალანდაძე.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე.

გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები