29 წლის მარიამ ჭელიძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

29 წლის მარიამ ჭელიძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

ჩვენს კოლეგას, მოამბის ტექნიკურ პროდიუსერს 29 წლის მარიამ ჭელიძეს ფარისებრი და ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსიმნე დაუდგინდა. ექიმების მიერ მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. მას თურქეთში მდებარე, აჯიბადემის კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია. ოპერაციისთვის საჭირო თანხა 9 ათასი დოლარია.

ნახეთ ვიდეო| "მოამბის" პრიდიუსერს მძიმე სენი დაუდგინეს - "ყველას უმალავდა, მეზობლებს, მშობლებს..."

მარიამი დილის 5 საათზე გაფრინდა თურქეთში. გამგზავრებისთვის საჭირო თანხა მისმა მეგობარმა გამოიტანა საბანკო სესხის სახით. დიმიტრი ცინცაძის ფონდის ირგვლივ კი კვლავ გაერთიანდა მედია, რომელმაც სამი წლის წინ თავისი აქტიურობით, ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლე იხსნა.

როგორც ფონდის დამფუძნებელი და მარიამის მეგობარი კახა ჯანაშვილი ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მარიამის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ 400 ლარია ჩარიცხული. ფონდის მიერ მობილიზებული თანხა კი 5000 ლარს შეადგენს.

მარიამს მეგობრები, ახლობლები და კოლეგები ახასიათებენ, როგორც ძალიან მხიარულ, სიცოცხლისმოყვარე ადამიანს.

"ის საოცრად თბილი სულის ადამიანია, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ დაემართბეოდა. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ფონდის დაარსების დღიდან, მარიამი თავად იყო ჩართული ყველა აქტივობაში. მარიამის გარშემო კიდევ ერთხელ გაერთიანდა მედია, ჩვენ ვთხოვთ ყველას მის დახმარებას. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დაწყებულია. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება უფრო აქტიური ამ ახალგაზრდა ადამიანის გადასარჩენად," -აღნიშნავს დიმიტრი ცინცაძის ფონდის დამფუძნებელი.

აჯიბადემის კლინიკაში ოპერაცია სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩატარდება. მანამდე კი მარიამს შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

მარიამის სახელზე გაიხსნა ანგარიში საქართველოს ბანკში: BAGAGE 22

ანგარიშის ნომერი: GE25BG0000000690758700

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები