ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აგვისტოს ნომერი #8(68), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართული წარწერების ტრაგიკული ხვედრი წმინდა მიწაზე - წმინდა მიწაზე ქართული კვალის წაშლა დღესაც გრძელდება

წმინდა მიწაზე ჩვენი წინაპრები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით არაერთ ეკლესია-მონასტერს ფლობდნენ. ერთ დროს მთელ წმინდა მიწაზე სახელოვანი ქართული თემის დაკნინებისა და გაქრობის შემდეგაც, ამ სავანეებში ისევ შეინიშნებოდა ქართველთა ოდინდელი მოღვაწეობის კვალი. ზოგან ჩვენი წინაპრების ნაქონი ნივთები და უძველესი ხელნაწერები ინახებოდა, ზოგან ფრესკებიდან იმზირებოდნენ ქართველი წმინდანები თუ რჩეული ერისკაცნი, ზოგან ტაძრის შიდა თუ გარე ფასადებზე აღბეჭდილი წარწერები ღაღადებდნენ ქართულად. უცხოთა ხელში გადასული ეს სავანეები პერიოდულად განიცდიდნენ განახლებასა და გადაკეთებას, რის შემდეგაც ქართულ სიძველეთა დიდი ნაწილი უკვალოდ ქრებოდა. ცნობილია არაერთი ქართული არტეფაქტის წარსულშივე დაკარგვის შემთხვევები. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ჩვენს დროშიც ხდება.

წმინდა მიწის ქრისტიანული საკულტო ნაგებობები სხვადასხვა კონფესიათა საკუთრებაშია და მათზე ისრაელის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტს, ფაქტობრივად, ხელი არ მიუწვდება - ისრაელის სახელმწიფო დიპლომატიურად ერიდება ადგილობრივ რელიგიურ თემებთან ურთიერთობის გამწვავებას. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სხვათა ხელში ჩავარდნილ ყოფილ ქართულ სავანეებში ლამის პირწმინდად წაიშალა ჩვენი დიდი წინაპრების წარსულში იქ მოღვაწეობის კვალი.

...ვერა და ვერ მოიძებნა ქართული არტეფაქტების დაცვა-შენარჩუნების ეფექტიანი მექანიზმი. არადა, წმინდა მიწა ის ადგილია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანას რამე ფორმით თავისი სპეციალური დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს. ამ მადლიან მიწაზე წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ნაღვაწი ჩვენგან არა მხოლოდ შესწავლას, გადარჩენა-შენარჩუნებაზე ზრუნვასაც მოითხოვს.

სეპარატისტები შიდა ქართლის მცხეთით მიტაცებას “ეროვნულ ამოცანად” სახავენ

ჩვენ, ქართველებმა, ფაქტობრივად, არ ვიცით რას წერენ, რას ფიქრობენ ქართული მიწა-წყლის მიმტაცებელი ოსები. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და ძირძველი ქართული ტერიტორიით (რომელსაც სამხრეთ ოსეთი უწოდეს და რომელსაც ახლა ხან ალანიას, ხან სარმატიას და ამიერკავკასიის დვალეთსაც უწოდებენ) არ კმაყოფილდებიან და კიდევ ახალი ტერიტორიების დაპყრობა და მითვისება აქვთ გადაწყვეტილი.

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს: კიდევ რომელ ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზია, კიდევ რომელი ტერიტორიების ოკუპაცია აქვთ ჩაფიქრებულიო... თქვენ წინაშეა «მომავალი» ე.წ. სამხრეთ ოსეთის-ალანიის რუკა, რომელსაც ბეჭდავენ ცხინვალში გამომავალ გაზეთებში. მაგალითად, გაზეთში «РЕСПУБЛИКА», #11-12, თებერვალი, 2016 წ.. «მომავალი» სამხრეთ ოსეთის რუკა მოთავსებულია სტატიასთან, რომლის სათაურია «Возвращение утраченных национальных територий - наша обязанность перед прошлым и будущим Алании». ახალგაზრდებისთვის, ვინც რუსულთან მწყრალად არის, სტატიის სათაურს გადმოვაქართულებ - «დაკარგული ნაციონალური ტერიტორიების დაბრუნება - ალანიის წარსულისა და მომავლის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა».

რომელია «ოსთა მიერ დაკარგული ნაციონალური ტერიტორიები»? ეს ყოფილა შიდა ქართლის მთელი მტკვრის მარცხენა სანაპირო, არაგვის მარჯვენა სანაპირო (დუშეთის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი), მთელი ყაზბეგის რაიონი (თრუსო, ხევი). აი, ამ ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ. შიდა ქართლის - გორის, ქარელის, კასპის, მცხეთის - რაიონების დიდი ნაწილი ასევე, თურმე ოსების ძირძველი ტერიტორიები ყოფილა.

არგენტინის პრეზიდენტი - რეფორმატორი თუ კონტრაბანდისტი? / კარლოს საულ მენემს მთავრობისთვის პრემიებისა და დანამატების უკანონოდ გამოწერა არ აპატიეს

კარლოს საულ მენემის, არგენტინის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკური ცხოვრების შეფასება ადვილი საქმე არ არის. მის ირგვლივ ბევრი ისეთი გარემოება იჩენს თავს, რომელთა ზეგავლენითაც ჭირს მისი მმართველობის ერთმნიშვნელოვნად დადებითად ან უარყოფითად შეფასება. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო ვადის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი რამდენჯერმეა ნასამართლევი, ხოლო 2015 წლის 1-ლი დეკემბრის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მისჯილი აქვს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ მენემის საქმიანობს ბუნდოვან მხარეებს და ვნახოთ, მართლა განვლო თუ არა გზა «პრეზიდენტობიდან კონტრაბანდისტობამდე», საჭიროა ცოტამ რამ გიამბოთ მისი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

მანდილოსნები ქართულ ქაღალდის ფულზე / ქალი ამიერკავკასიის ფედერაციის ბონებზეც გამოსახეს

ქაღალდის ფულის ნიშნებს საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი დარგი - ბონისტიკა შეისწავლის. ქაღალდის ფულის ნიშნებზე ანუ ბონისტიკურ ძეგლებზე აღბეჭდილი წარწერები და გამოსახულებანი საყურადღებო ინფორმაციას შეიცავენ თანადროული ეპოქის შესახებ.

მანდილოსნებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ქართულ სახელმწიფოებრივ სიმბოლიკაში. ამის თქმა ფულად ნიშნებთან დაკავშირებითაც შეიძლება. ამ სტატიაში მოგითხრობთ, კონკრეტულად რომელ ქაღალდის ფულად ნიშნებზე გამოსახეს მანდილოსნები.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის საიდუმლო / ღვთისმშობლის სარტყელი საქართველოშია?!

ქართულ-ბიზანტიური ფული და «ვერცხლის კრიზისი» / დავით III-ის მონეტები მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებშია აღმოჩენილი

უძველესი მეღვინეობის კერა მარნეულში აღმოჩნდა

გლობალური დათბობა მოიას ქანდაკებებს განადგურებით ემუქრება

«არგოსი» კოლხეთში 4 ათასწლეულის შემდეგ

ქართველთა ისტორიის ეგვიპტური ნაწილი

ბაზალტის ცული ავსტრალიიდან 47 ათას წელს ითვლის

გრიგოლ რობაქიძის წერილები მიხეილ წერეთელს / „ბევრი რამ შესძინე შენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, მგონია, მეც ჯეროვნად ვემსახურე მას...“

ტაო-კლარჯეთი / ხანძთის მონასტრის თავზე ციხე აღმოჩნდა

«დამსახურებული დიდვეზირი» საქართველოდან / თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

300 წლის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის კვალდაკვალ / რეპორტაჟი I

«პასპორტი» ქართული ხალხური სიმღერებისთვის / ანზორ ერქომაიშვილის პირადი არქივი საჩუქრად ხელოვნების სასახლეს გადაეცა

«კრემლის ლაშქარი» / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება

ფოტოალბომი გაიცანი საქართველო / ქვემო ქართლი

ანდრია არტუკოვიჩის ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის

როდოსი / უპირველესი ქრისტიანული ორდენის რეზიდენცია. მსოფლიოს ციხე-დარბაზები

ილუსტრირებული ისტორია / ერეკლე II

ცხოვრება / ელდარ ნადირაძე: ხშირად ვფიქრობ ჩვენს ისტორიულ ფუნქციაზეც...

ერისკაცი / ჯურხა

ჯარისკაცის თავგადასავალი - 500 დღე და ღამე მტრის ზურგში

ფურცლები წარსულიდან - ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები