"არ შედგა ჩვენი პირდაპირი ეთერი" - რა გახდა ინგა გრიგოლიას პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი?

"არ შედგა ჩვენი პირდაპირი ეთერი" - რა გახდა ინგა გრიგოლიას პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი?

ინგა გრიგოლიამ გადაცემა მსვლელობის დროს შეწყვიტა და მოულოდნელად მაყურებელს დაემშვიდობა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი კი გადაცემის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან, რომლის მოპოვებასაც "TV პირველის" წამყვანი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ხმისა და გამოსახულების ხარვეზით მიდიოდა.

მოგვიანებით ტელეწამყვანმა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: "ხანდახან ხდება ასე-თავს იკლავ,რომ შეუძლებლიდან ყველაფერი შეძლო,მაგრამ თავს ზევით ძალა აღარაა ხოლმე და თავდაყირა რომ იარო,მაინც ვერაფერს შველი....ბოდიში ჩაშლილი გადაცემის გამო..." - დაწერა გრიგოლიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები